Belive

მამარდაშვილის მორიგი შანსი: სილესენს კორონავირუსი დაუდასტურდა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ვალენსიაში" კოვიდ-აფეთქებაა - მთავარი გუნდის რამდენიმე ფეხბურთელს, მათ შორის იასპერ სილესენს ტესტზე დადებითი პასუხი მოუვიდათ. 16 იანვარს ესპანეთის თასზე გასამართ მატჩამდე "ღამურებს" დიდი დანაკლისი აქვთ. ნიდერლანდელი მეკარის გარდა, კორონავირუსი დაუდასტურდათ:  დენის ჩერიშევს, დანიელ ვასს, ჰელდერ კოშტასა და მაქსი გომესს. ჯანმრთელად არის გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც, შესაძლოა, "ვალენსიაში" კიდევ ერთი შანსი მიიღოს. სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ ხოსე ბორდალასი 21 წლის ქართველს ბოლო პერიოდში მესამე მეკარედ მოიაზრებს. კოპა დელ რეიზე ესპანელთა კარს ხაუმე დომენეკი იცავდა. "ვალენსია" 16-ში "ბალეარესს" დაუპირისპირდება, 20 იანვარს კი ლა ლიგაში "სევილიას" შეხვდება.

სხვა სტატიები