Belive

10-თვიანი პაუზის შემდეგ: გიორგი ჩაკვეტაძე ძირითად შემადგენლობაშია

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბელგიის ჩემპიონატის 27-ე ტურის შეხვედრაში "გენტი" "სენტ-ტრუიდენს" უმასპინძლებს. "ბუფალოების" ძირითად შემადგენლობაში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ორივე ქართველი ფეხბურთელი მოხვდა. გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც თითქმის 11-თვიანი უთამაშებლობის შემდეგ მოედანს მიმდინარე ზამთრის დასაწყისში დაუბრუნდა, მთავარი გუნდის სასტარტო თერთმეტეულში 2019 წლის აპრილის შემდეგ პირველად ითამაშებს. ჩაკვეტაძის და ქვილითაიას "გენტს" 52 ქულა აქვს და მეორე ადგილს იკავებს, გამარჯვების შემთხვევაში კი უახლოეს მდევარ ლიეჟის "სტანდარტს" 7 ქულით გაასწრებს.  

სხვა სტატიები