Belive

14 თვიანი პაუზის შემდეგ - ფეხბურთელი რომელიც დაბრმავებას გადაურჩა, მოედანს დაუბრუნდა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"გალასათარაის" ფეხბურთელმა, ომარ ელაბდელაუიმ გუშინ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი დაბრუნება მოახერხა. ნორვეგიელ მცველს 2021 წლის დადგომისას ფეიერვერკი აუფეთქდა, რის გამოც ხელები და ორივე თვალი დაუზიანდა. პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში ომარი ვერაფერს ხედავდა და იყო საშიშროება, რომ 30 წლის ფეხბურთელის მხედველობა აღარასდროს აღმდგარიყო. აშშ-ში ჩატარებული 11 ოპერაციისა და 14-თვიანი პაუზის შემდეგ, ელაბდელაუიმ გუშინ "გალასათარაის" რიგებში პირველად ითამაშა. "გიოზტეპესთან" მოგებულ (3:2) მატჩში მან შეუცვლელად, სპეციალური სათვალით ითამაშა.
"პირველ დღეებში არ ვიცოდი გარეთ დღე იყო თუ ღამე, დროის აღქმა არ შემეძლო. ირგვლივ ძალიან ბევრი ადამიანი იმყოფებოდა და როდესაც ვერ ხედავ, ყველაფერი განსაკუთრებით ხმაურიანია. რაც უფრო დრო გადიოდა, უფრო მეტად მეშინოდა. დაძინებას ვერ ვბედავდი. პირველი დღეების შემდეგ, როდესაც თვალში ცოტა სინათლე დაბრუნდა, ძილი არ შემეძლო, რადგან სიბნელის მეშინოდა," - ამბობს ომარ ელაბდელაუი უახლეს ინტერვიუში.