Belive

ბენზემა პსჟ-სთან მატჩზე: ,,თუ ფინალში გინდა გასვლა, ყველა გუნდს უნდა მოუგო''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის ,,რეალის'' თავდამსხმელმა, კარიმ ბენზემამ, ,,პარი სენ ჟერმენთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა:
,,თუ ფინალში გინდა გასვლა, ყველა გუნდს უნდა მოუგო. უდავოა, რომ პარი სენ ჟერმენი ჩემპიონთა ლიგის ფავორიტებს შორისაა. ორი რთული შეხვედრის ჩატარება მოგვიწევს. გვინდა, რომ რაც შეიძლება შორს წავიდეთ. ჩვენი შეტევა პარიზელთა თავდასხმის ხაზს არ უნდა შევადაროთ. რეალის ფეხბურთელები ამ მატჩს კარგ ფორმაში ხვდებიან. ვინც უკეთ იქნება მომზადებული, ის მოიგებს,'' -  ბეზემას სიტყვებს France Football-ი ციტირებს.
,,პარი სენ ჟერმენსა'' და ,,რეალს'' შორის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა 16 თებერვალს, პარიზში გაიმართება, განმეორებით მატჩს კი მადრიდი 10 მარტს უმასპინძლებს.

სხვა სტატიები