Belive

ბენზემა: ,,რონალდუს წასვლის შემდეგ, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ავიღე''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის ,,რეალის'' თავდამსხმელმა, კარიმ ბენზემამ, განმარტა, რა შეიცვალა ,,სამეფო გუნდში'' კრიშტიანუ რონალდუს ,,იუვენტუსში'' გადასვლის შემდეგ:
,,როცა რონალდუ რეალში თამაშობდა, წელიწადში 50-60 გოლს იტანდა, ამიტომ ადაპტაცია საჭირო იყო. მოედანზე უფრო მეტი გადაადგილება და მისთვის თავისუფალი სივრცეების შექმნა მჭირდებოდა. კრიშტიანუს წასვლის შემდეგ, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ავიღე, დავიწყე გოლების გატანა და საგოლე გადაცემების კეთება. შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი კარგად მიდის. მე არ ვთამაშობ ისე, როგორც რონალდუ, ის კი ჩემსავით არ თამაშობს. როცა კრიშტიანუ რეალში იყო, უფრო მეტ მომენტს ვქმნიდი, ის კი გოლებს იტანდა,'' - ბენზემას სიტყვებს Marca ციტირებს.
მიმდინარე სეზონში ბენზემას ანგარიშზე ,,რეალის'' მაისურით ჩატარებულ 26 შეხვედრაში 23 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები