Belive

მარკინიოსი მესიზე: ,,ასეთი ფეხბურთელები პსჟ-ში შვებულების გასატარებლად არ გადმოდიან''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,პარი სენ ჟერმენის'' მცველმა, მარკინიოსმა, არგენტინელ თანაგუნდელზე, ლეო მესიზე ისაუბრა:
,,ასეთი ფეხბურთელები პსჟ-ში შვებულების გასატარებლად არ გადმოდიან. მესი პარი სენ ჟერმენში პოტენციალს ხედავს. მან იცის, რომ ამ გუნდთან ახალი ტიტულების მოგების შესაძლებლობა აქვს,'' - მარკინიოსის სიტყვებს Telefoot-ი ციტირებს.
მესი ,,ბარსელონადან” ,,პსჟ-ში” გასულ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. მიმდინარე სეზონში არგენტინელის ანგარიშზე პარიზული გუნდის მაისურით ჩატარებულ 16 შეხვედრაში 6 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა. ლიგა 1-ის 21 ტურის შემდეგ ,,პარი სენ ჟერმენი'' 50 ქულით ცხრილის პირველ პოზიციაზეა და მეორეადგილოსან ,,ნიცას'' 8 ქულით უსწრებს.

სხვა სტატიები