Belive

ესპანური მედია: "მამარდაშვილი შემდეგ მატჩში მოედანზე დაბრუნდება"

2 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
ესპანური სპორტული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიას" ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას წამყვანი ესპანური სპორტული გამოცემები Marca და AS-ი ავრცელებენ.
"მეკარის პოზიცია ხოსე ბორდალასისთვის მიმდინარე სეზონში ერთ-ერთ ყველაზე დიდ თავისტკივილს წარმოადგენს, გადაჭარბებულსაც კი. სილესენის ტრავმამ ბორდალასს ხაუმე დომენიკის თამაში აიძულა, მაგრამ მან შემაშფოთებელი შთაბეჭდილება დატოვა. ახლა მწვრთნელისთვის რთული გადაწყვეტილების მიღების დრო დგას გააგრძელებს თუ არა წარუმატებელი მეკარისთვის ნდობის მინიჭებას თუ ცვლილების შეტანას განიზრახავს. მამარდაშვილისთვის მოედანზე დაბრუნების სერიოზული შანსი ჩნდება, მიუხედავად იმისა რომ მას ბოლო ოთხი თვის განმავლობაში არ უთამაშია. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ლა ლიგის სტარტზე, მადრიდის "რეალის" და "სევილიას" წინააღმდეგ შეცდომები დაუშვა. მისთვის იმედი თასის შეხვედრები იყო თუმცა მიუხედავად სელიესნის ტრავმირებულობისა, ბორდალასი ხაუმეს ენდო, 31 წლის მეკარემ კი ცუდი წარმოდგენა დატოვა. "რეალის" წინააღმდეგ შეცდომის მიუხედავად, მამარდაშვილი "სევილიასთანაც" ათამაშეს, მაგრამ მან უხეში შეცდომები გაიმეორა რაც დაწყებული სამუშაოს დაკარგვად დაუჯდა. მსგავს სიტუაციაში ხაუმეც აღმოჩნდა. "ვანდა მეტროპოლიტანოზე" წარუმატებელი თამაში მას დასუსტებულ მდგომარეობაში აყენებს. ორივე მეკარის თანაბარ სიტუაციაში დაყენების შემთხვევაში უფრო მეტი უპირატესობა ქართველს ენიჭება, თუმცა ყველაფერი შესაძლოა ბოლო მომენტში შეიცვალოს", - წერს Marca.
Mamardashvili and his strange disappearance
"სავარაუდოა რომ გიორგი მამარდაშვილის სათადარიგოთა სკამზე ჯდომის საათები დათვლილია. ქართველი მეკარე რომელსაც 22 სექტემბრის შემდეგ არ უთამაშია, კოპა დელ რეის მეოთხედფინალში, "კადისის" წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნებას აპირებს. მამარდაშვილი მთელი კვირის განმავლობაში, სასტარტო შემადგენლობისთვის განკუთვნილ თეორიულ წვრთნას გადიოდა, ხოლო მატჩის დღეს, ძირითად შემადგენლობაში მყოფი მეკარის რუტინას იცავდა, რაც იმის ფიქრის საშუალებას იძლევა, რომ იგი "ვალენსიას" კარს კვლავ დაიცავს. დომენიკის შეცდომებმა მადრიდის "ატლეტიკოს" წინააღმდეგ, რასაც სილესენის ტრავმაც დაემატა, მამარდაშვილს გზა გაუხსნა იმისკენ, რომ სულ მცირე, მეორე მეკარის პოზიცია აღიდგინოს. ხოსე ბორდალასი აფასებს ხაუმე დომენეკის გამოცდილებას, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ გიორგი იბრძოდა კარში დასაბრუნებლად, მწვრთნელის მიერ განაცხადიდან გამოყვანამ კი მას სტიმული კიდევ უფრო მეტად მისცა და იგი იმედოვნებს, რომ დღეს "ვალენსიას" კარის დაცვას კიდევ ერთხელ მოახერხებს", - ეს სიტყვები კი AS-ს ეკუთვნის.
"ესპანეთის სამეფო თასის შეხვედრა "ვალენსიასა" და "კადისს" შორის 3 თებერვალს შედგება და თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.  

სხვა სტატიები