Belive

კაფუ: ,,ტექნოლოგიების გამო ქუჩის ფეხბურთის კულტურას ვკარგავთ''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და ,,მილანის” ყოფილმა ფეხბურთელმა, კაფუმ, განაცხადა, რომ ტექნოლოგიების განვითარების გამო, ბრაზილიაში ქუჩის ფეხბურთის კულტურა იკარგება:
- ბრაზილიაში ყოველთვის ამბობენ, რომ კარგი ფეხბურთელი ქუჩაში უნდა თამაშობდეს, ეს კულტურა ისევ არსებობს? - ტექნოლოგიების გამო ქუჩის ფეხბურთის კულტურას ვკარგავთ. ვკარგავთ ბავშვებს, რომლებიც ქუჩებსა და პლაჟებზე თამაშობენ. ყველაფერი სმარტფონების, კომპიუტერებისა და პლანშეტების გამო ხდება. ბავშვები გარეთ უნდა გადიოდნენ, იცინოდნენ, ტიროდნენ, ველოსიპედიდან გადმოვარდნილები სახლში ნაკაწრებით ბრუნდებოდნენ... მათ უნდა ნახონ, რომ ბავშვობა მეგობრებთან ერთად ქუჩაში თამაშია. - როგორ ფიქრობთ, ამის გამო ბრაზილია ტალანტებს კარგავს?  - ბრაზილიას ვარსკვლავები ყოველთვის ეყოლება, მაგრამ იმდენი აღარ იქნება, რამდენიც ადრე იყო.
კაფუმ საფეხბურთო კარიერა 2008 წელს დაასრულა. ლეგენდარული ბრაზილიელი წლების განმავლობაში ,,სან-პაულუში'', ,,სარაგოსაში'', ,,პალმეირასში'', ,,რომასა'' და ,,მილანში'' თამაშობდა.

სხვა სტატიები