Belive

კონტე: ,,ჩემი ამბიცია პრემიერლიგის მოგებაა და არა ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,ტოტენჰემის'' მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, ლონდონური გუნდის მიზნებზე ისაუბრა:
,,ჩემი უმთავრესი ამოცანაა, გუნდსა და შემადგენლობას საფუძველი ჩავუყარო, შედეგები კი მოგვიანებით იქნება. თუ კარგი საფუძველი არ არსებობს, არც სტრუქტურა იქნება, ასეთ შემთხვევაში კი სალაპარაკო არაფერია. ახლა ბევრი უნდა ვიმუშავოთ. ვფიქრობ, პროგრესი გვაქვს, რადგან შემადგენლობა უფრო კარგადაა დაკომპლექტებული, თუმცა წინ დიდი გზაა. ჩემთვის ჩემპიონობაზე საუბარია მნიშვნელოვანი. ჩემი ამბიცია პრემიერლიგის მოგებაა და არა ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა,'' - განაცხადა კონტემ.
პრემიერლიგაში ჩატარებული 20 მატჩის შემდეგ, ,,ტოტენჰემი'' 36 ქულით სატურნირო ცხრილის მე-7 პოზიციაზეა. კონტეს გუნდი ჩემპიონატის მომავალ შეხვედრას 9 თებერვალს, ,,საუთჰემპტონის'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები