Belive

დავიდსი ვლაჰოვიჩზე: ,,ეს სერბი მომწონს, მაგრამ იუვეს მაისური მძიმეა და ფიორენტინას არ ჰგავს''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,იუვენტუსის'' ყოფილმა ფეხბურთელმა, ედგარ დავიდსმა, ტურინულ გუნდში დუშან ვლაჰოვიჩის გადასვლაზე ისაუბრა:
,,ეს სერბი მომწონს, მაგრამ იუვენტუსის მაისური მძიმეა და არ ჰგავს ფიორენტინას. ახლა ვნახავთ, რას წარმოადგენს ის რეალურად. იუვენტუსში შეცდომების უფლება არ გაქვს. სხვა გუნდებში თამაში ბევრად უფრო ადვილია, მაგრამ, როცა იუვეს, მილანის ან ინტერის ფორმას ატარებ, ყველაფერი სხვაგვარადაა. შენ მუდმივად უნდა გაიმარჯვო,'' - დავიდსის სიტყვებს Calciomercato ციტირებს.
,,იუვენტუსს” ,,ფიორენტინასთვის” ვლაჰოვიჩის სანაცვლოდ 70 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, რასაც ბონუსების სახით, შესაძლოა, 10 მილიონი დაემატოს. სერბი ფეხბურთელის ანაზღაურება ახალ გუნდში 7 მილიონი ევრო იქნება. მიმდინარე სეზონში 22 წლის თავდამსხმელის ანგარიშზე სერია ა-ში ჩატარებულ 21 შეხვედრაში 17 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები