Belive

კურტ ზუმამ საკუთარი კატა სამზარეულოს იატაკზე სცემა

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და "ვესტ ჰემის" 27 წლის ცენტრალური მცველი - კურტ ზუმა, სოციალურ ქსელში ბულინგის მსხვერპლი გახდა. მიზეზი კი ის არის, რომ "The SUN"-მა მოიპოვა და გაავრცელა კადრები, სადაც ნაჩვენებია, რომ მცველი საკუთარ კატარას სახეში ურტყამს და სცემს, ასევე სხვა ქმედებებით მასზე ფიზიკურად ძალადობს. თუმცა, პოლიციამ უარი განაცხადა ამ ფაქტზე გამოძიების დაწყებაზე, თუმცა ჯერჯერობით უცნობია ზუმას ეს მოქმედება "შერჩება" თუ არა. ვიდეო მისმა ძმამ იოანმა გადაიღო და შემდეგ "Snapchat"-ზე გაავრცელა. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ შედის ზუმა სამზარეულოში, იყვანს საკუთარ კატას, აგდებს ჰაერში, შემდეგ კი სახეში ურტყამს. შემდეგ კი მისაღებ ოთახში მისდევს მის ბენგალურ კატას და კვლავ ურტყამს, საიდანაც ვიდეოს გადამღები პირის სიცილის ხმა ისმის.  ვიდეოში ასევე ჩანს, როგორ ესვრის კურტ ზუმა ფეხსაცმელს მის კატას.

ამ ფაქტს "ვესტ ჰემი" სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
ვგმობთ ყველანაირ ძალადობას ნებისმიერი ცოცხალი არსების მიმართ.
საინტერესოა პოლიცია რატომ მივიდა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ეს საქმე გამოძიებას არ იმსახურებს...  

სხვა სტატიები