Belive

პოჩეტინო: ,,იმედი მაქვს, რომ ნეიმარი რეალთან თამაშს შეძლებს''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,რენთან'' მოგებული მატჩის შემდეგ, ,,პარი სენ ჟერმენის'' მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, ნეიმარის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა:
,,რამდენიმე დღეში ვნახავთ, შეძლებს თუ არა ნეიმარი რეალთან მატჩში გუნდთან ერთად ყოფნას. როცა საქმე მოლოდინს ეხება, ფრთხილად უნდა ვიყოთ. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. თუ ყველაფერი კარგად იქნება, მაშინ ის თამაშს შეძლებს და იმედი მაქვს, ასეც მოხდება,'' - განაცხადა პოჩეტინომ.
სამედიცინო შემოწმებამ, რომელიც ნეიმარს რამდენიმე დღის წინ ჩაუტარდა, აჩვენა, რომ ფეხბურთელს ინდივიდუალურად ვარჯიში შეუძლია. ,,პსჟ-ში'' იმედი აქვთ, რომ თავდამსხმელი 15 თებერვალს მადრიდის ,,რეალთან'' ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩში ითამაშებს. ნეიმარმა ტრავმა 28 ნოემბერს, ,,სენტ-ეტიენთან'' სტუმრად გამართულ შეხვედრაში მიიღო. თავდაპირველად, ფრანგულ პრესაში დაიწერა, რომ კოჭის დაზიანების გამო ფეხბურთელს 6 კვირამდე გაუცდებოდა, თუმცა ტრავმა უფრო სერიოზული აღმოჩნდა. მიმდინარე სეზონში ნეიმარის ანგარიშზე ,,პსჟ-ის'' მაისურით ჩატარებულ 14 შეხვედრაში 3 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები