Belive

ალეგრი: ,,ატალანტასთან მატჩი მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტურინის ,,იუვენტუსის'' მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, ,,ატალანტასთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა:
,,ეს არის ბრძოლა მე-4 ადგილისთვის. მნიშვნელოვანი, მაგრამ არა გადამწყვეტი მატჩი. ატალანტამ, ბოლო წლების განმავლობაში, დაამტკიცა, რომ მაღალი პოზიციებისთვის ბრძოლა შეუძლია. კოპა იტალიაზე წაგებული მატჩის შემდეგ, ისინი გაბრაზებულები იქნებიან. ფეხბურთში ბალანსი აუცილებელია. დიახ, ახლა ჩვენ კარგი პერიოდი გვაქვს, მაგრამ ფოკუსირება მუდმივად გვჭირდება,'' - ალეგრის სიტყვებს Football Italia ციტირებს.
დღეს იტალიის სერია ა-ს 25-ე ტურში ,,ატალანტა'' ,,იუვენტუსს'' უმასპინძლებს. მატჩი 23:45 საათზეა ჩანიშნული.

სხვა სტატიები