Belive

რანგნიკი: ,,ერთი კვირის წინ გავიგე, რომ მანჩესტერისა და ლიდსის შეხვედრა პრემიერლიგის გამორჩეულ დერბად ითვლება''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,მანჩესტერ იუნაიტედის'' მთავარი მწვრთნელის, რალფ რანგნიკის თქმით, არ იცოდა, რომ მისი გუნდისა და ,,ლიდსი იუნაიტედის'' დაპირისპირება პრემიერლიგის ერთ-ერთ გამორჩეულ დერბად ითვლებოდა:
,,სიმართლე გითხრათ, ამის შესახებ ერთი კვირის წინ გავიგე. ჩემმა კოლეგებმა მითხრეს, რომ ეს პრემიერლიგაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დერბია. ჩვენს გუნდსა და ფეხბურთელებს ასეთ ატმოსფეროში, ასეთ მეტოქესთან თამაშისთვის საკმარისი გამოცდილება აქვთ. იმედი მაქვს, თამაშის ხარისხის გაუმჯობესებას შევძლებთ. ბოლო 15-20 წლის განმავლობაში, ეს იქნება პირველი მატჩი მას შემდეგ, რაც ლიდსმა იუნაიტედის წინააღმდეგ სავსე სტადიონზე ითამაშა. ამ შეხვედრას მოუთმენლად ველით,'' - განაცხადა რანგნიკმა.
პრემიერლიგის 26-ე ტურში ,,ლიდსი იუნაიტედი'' ,,მანჩესტერ იუნაიტედს'' უმასპინძლებს. მატჩი ხვალ, 18:00 საათზე, გაიმართება.

სხვა სტატიები