Belive

სერბეთის პრეზიდენტის თქმით, რუსულ გუნდებს შეუძლიათ, საშინაო მატჩები მისი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩაატარონ

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა, განაცხადა, რომ რუსულ სპორტულ გუნდებს შეუძლიათ, საშინაო მატჩები მისი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩაატარონ. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ უცხოური კლუბები რუსეთში ჩასვლაზე უარს იტყვიან:
,,მივიღე ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, არსებობს ინიციატივა, რომ რუსულმა გუნდებმა სერბეთის ტერიტორიაზე ითამაშონ, რადგან სხვა ქვეყნების კლუბებს მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში, ეკატერინბურგში, ნიჟნი ნოვგოროდში, კრასნოდარში და სხვა ქალაქებში ჩასვლა არ სურთ. როგორც ჩანს, ინიციატივა უეფასგან და ფიბასგანაა. თუ ამაზე ყველა მხარე შეთანხმდება და ამით პრობლემა გადაიჭრება, ჩვენ ყველასთვის კარგი მასპინძლები ვიქნებით.''
21 თებერვალს ვლადიმერ პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა, 24 თებერვალს კი რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი დაიწყო. განვითარებული მოვლენების გამო, რუსეთში ჩასვლისგან თავი ,,ბარსელონასა'' და ,,ჟალგირისის'' საკალათბურთო გუნდებმა შეიკავეს. გარდა ამისა, გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალი, რომელიც სანკტ-პეტერბურგში უნდა ჩატარებულიყო, პარიზში გაიმართება.

სხვა სტატიები