Belive

ზინჩენკო: ,,ისეთი მხარდაჭერა, როგორსაც უკრაინა იღებს, აქამდე არასდროს მინახავს''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უკრაინის ეროვნული ნაკრებისა და ,,მანჩესტერ სიტის” მცველმა, ალექსანდრ ზინჩენკომ, დიდი ბრიტანეთის მიერ უკრაინის მხარდაჭერაზე ისაუბრა:
,,ვიტყოდი, რომ ისეთი მხარდაჭერა, როგორსაც ჩვენი ქვეყანა იღებს, აქამდე არასდროს მინახავს. ეს დიდ ბრიტანეთს ეხება - დაწყებული პატარა ბავშვებიდან, რომლებიც მხვდებიან და მეუბნებიან, რომ ჩვენზე ღელავენ. იმ სტადიონებზე, სადაც ვითამაშე, უკრაინის დროშები იყო აღმართული. წარმოუდგენელი მხარდაჭერაა - სკოლის მოსწავლეებიდან დაწყებული, დიდი ბრიტანეთის მთავრობით დამთავრებული, ყველა გვერდში გვიდგას'' - განაცხადა ზინჩენკომ.
21 თებერვალს ვლადიმერ პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა, 24 თებერვალს კი რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი დაიწყო. სპორტის არაერთი სახეობის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთი მკაცრი სანქციებით დასაჯა.

სხვა სტატიები