Belive

გვარდიოლა: ,,ნატომ და ევროპულმა ქვეყნებმა სრული კრახი განიცადეს''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,მანჩესტერ სიტის'' მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, რუსეთ-უკრაინის ომზე ისაუბრა:
,,პოლიტიკოსებს ამის თავიდან აცილება შეეძლოთ. თუმცა, საბოლოოდ, ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ისინი სრულიად წარუმატებლები არიან, მათ პრობლემის გადაჭრა არ შეუძლიათ. უდანაშაულო ხალხი იტანჯება და ეს გრძელდება. ნატომ და ევროპულმა ქვეყნებმა სრული კრახი განიცადეს,'' - გვარდიოლას სიტყვებს Marca ციტირებს.
21 თებერვალს ვლადიმერ პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა, 24 თებერვალს კი რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი დაიწყო. სპორტის არაერთი სახეობის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთი მკაცრი სანქციებით დასაჯა.

სხვა სტატიები