Belive

რინატ ახმეტოვი: ,,რუსეთი აგრესორი ქვეყანაა, პუტინი კი ომის დამნაშავეა''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დონეცკის ,,შახტარის'' პრეზიდენტმა, რინატ ახმეტოვმა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ ისაუბრა:
,,რუსეთი აგრესორი ქვეყანაა, პუტინი კი ომის დამნაშავეა. უკრაინა ყოველთვის მშვიდობიანი სახელმწიფო იყო და თავს არასდროს არავის დასხმია. დღეს კი ჩვენს ქვეყანაში ნადგურდება სოფლები, ქალაქები, ინფრასტრუქტურა, იღუპება მშვიდობიანი მოსახლეობა,'' - განაცხადა ახმეტოვმა.
უკრაინელმა მილიარდერმა, ასევე, განაცხადა, რომ მის ბიზნესსა და რუსეთს შორის ყოველგვარი კონტაქტი შეწყვეტილია. 21 თებერვალს ვლადიმერ პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა, 24 თებერვალს კი რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი დაიწყო. სპორტის არაერთი სახეობის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთი მკაცრი სანქციებით დასაჯა

სხვა სტატიები