Belive

რუსეთმა ფიფასა და უეფას ერთობლივი გადაწყვეტილება გაასაჩივრა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რუსეთის საფეხბურთო კავშირმა ფიფასა და უეფას გადაწყვეტილებები სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრა. საუბარია სანქციაზე, რომლის თანახმადაც რუსულ ნაკრებებსა და კლუბებს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა აეკრძალათ. რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, ფიფამ და უეფამ ასეთი გადაწყვეტილება 28 თებერვალს მიიღეს. მანამდე პოლონეთის, შვედეთისა და ჩეხეთის ნაკრებებმა ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციას მიმართეს, რომ რუსეთის წინააღმდეგ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საფლეიოფო მატჩში არცერთ შემთხვევაში არ ითამაშებდნენ. იგივე პოზიცია მოგვიანებით ალბანეთმა, ირლანდიამ, ინგლისმა და შვეიცარიამაც გაიზიარეს. პოლონურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ნაკრები საერთაშორისო ტურნირებიდან მოკვეთეს, ფიფაში ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მათთვის ხელსაყრელი გამოსავალი იპოვონ. ფიფას ერთ-ერთი გეგმა საფლეიოფო შეხვედრის ივნისის თვეში გადატანაა.

სხვა სტატიები