Belive

ყოფილი ცოლი ტიმოშჩუკს: ,,ჩვენს შვილებს ის ხალხი ხოცავს, ვისაც შენ ახლა უკანალში უძვრები''

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
უკრაინის ეროვნული ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს, ანატოლი ტიმოშჩუკს, ყოფილმა ცოლმა, ნაძეჟდა ნავროცკაიამ, მიმართა:
,,ტოლიკ, შეხედე, ესენი ჩვენი უკრაინელი ბავშვები არიან, ისეთივენი, როგორიც შენი შვილები. და მათ ახლა ის ხალხი ხოცავს, ვისაც შენ უკანალში უძვრები, მათთან ერთად ამ ბავშვებს შენც ხოცავ. ყოველდღე კლავ მათ, როცა რესტორანში დღეში რამდენიმეჯერ ჭამ და იქ შენს მეძავებს კვებავ, როდესაც მანდ ბიზნესს აწარმოებ, ყიდულობ ტანსაცმელსა და მანქანებს. ყოველდღიურად გადასახადებს უხდი ღორებს, რომლებიც შენს ფულს რაკეტების შესაძენად იყენებენ, რათა ჩვენი ბავშვები დახოცონ. სწორედ ეს გითხარი 2014 წელს. მაგრამ, შენ არჩიე მთელი ეს წლები საკუთარი ბავშვების ტანჯვით გეცხოვრა. ირგვლივ ყველას უსასრულოდ ატყუებდი. შენ და მამაშენი ამბობდით, რომ სამართლიანობას უჭერდით მხარს. მართლა სამართლიანი გგონია ჩვენი შვილების ხოცვა? ბოლოს და ბოლოს, შეგიძლია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში იმუშაო, რატომ უწყობ ყოველ დღე ხელს უკრაინელი ბავშვების მკვლელობას? იცოდე, როგორც ყველა უკრაინელი დედა, გისურვებ, ის ბავშვები, რომლებიც ახლა ამ ომში იღუპებიან, ცხოვრების ბოლომდე სიზმრებში არ გასვენებდნენ,''- დაწერა ნავროცკაიამ სოციალურ ქსელში.
ანატოლი ტიმოშჩუკი, რომელსაც უკრაინის ეროვნულ ნაკრებში ყველაზე მეტი, 144 მატჩი აქვს ჩატარებული, ახლა სანკტ პეტერბურგის ,,ზენიტის'' მთავარი მწვრთნელის ასისტენტია. ყოფილ ფეხბურთელს ომის დაწყების შემდეგ, არცერთი განცხადება არ გაუკეთებია და, როგორც ჩანს, არც დაკავებული პოსტის დატოვებას აპირებს. უკრაინის ფეხბურთის ფედერაციამ ტიმოშჩუკს უკრაინაში მოპოვებული ყველა ტიტული ჩამოართვა.

სხვა სტატიები