Belive

ნარკოტიკებით ვაჭრობა და კრიმინალური დაჯგუფების წევრობა - პრომესს პატიმრობა ემუქრება

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მოსკოვის ,,სპარტაკის'' შემტევი, ქვინსი პრომესი ნარკოტიკებით ვაჭრობასა და კრიმინალური დაჯგუფების წევრობაშია ეჭვმიტანილი. ინფორმაციას De Telegraaf-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გუშინ გამოქვეყნდა ფეხბურთელისა და მისი მამის ჩანაწერი, სადაც პრომესი ბიძაშვილის მოკვლის სურვილზე საუბრობდა. როგორც De Telegraaf-ი წერს, ნიდერლანდელის სატელეფონო საუბრის მოსმენის მიზეზი, მისი ნარკოდანაშაულთან კავშირია. გამოძიების ვერსიით, პრომესმა და მისმა ოჯახმა ფული 4000 კილოგრამი კოკაინის კონტრაბანდაში ჩადეს. ბელგიის პოლიციამ ნარკოტიკების ეს პარტია 2020 წელს, ანტვერპენში, ამოიღო, რის შემდეგაც რამდენიმე პირი დააკავეს. აღნიშნული ტვირთის ღირებულება 120 მილიონ ევროდაა შეფასებული. სამართალდამცავი ორგანოები მზად არიან, პრომესი საქმესთან კავშირის გამო დააკავონ, თუმცა სიტუაციას მისი მოსკოვში ყოფნა ართულებს. თავდაპირველად, მას შემდეგ რაც ჩანაწერები გავრცელდა, პრესაში იწერებოდა, რომ ფეხბურთელს ბრალს  განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით წაუყენებდნენ.

სხვა სტატიები