Belive

უეფას პრეზიდენტი: ,,გული მწყდება, რომ რუსი სპორტსმენების დასჯა გვიწევს''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჩეფერინმა, რუსულ ნაკრებებსა და გუნდებზე დაკისრებული სანქციების შესახებ ისაუბრა:
,,უეფამ ჩემპიონთა ლიგის ფინალი სანკტ-პეტერბურგიდან გადაიტანა. ჩვენ რუსეთს სპორტული სანქციები დავუწესეთ და უკრაინელი ბავშვებისთვისა და ლტოლვილებისთვის მილიონ ევროზე მეტი გამოვყავით. როგორი ურთიერთობა აქვს უეფას რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან? ადრე ყველაფერი სწორად კეთდებოდა, ის შეხვედრისთვის კარგად ემზადებოდა. თუმცა, არ ვფიქრობ, რომ პუტინი ფეხბურთის ფანატია, მას უფრო სპორტის სხვა სახეობები მოსწონს. ეს არა პოლიტიკური, არამედ ჰუმანიტარული კრიზისია. ჩვენი გადაწყვეტილება ტურნირებიდან რუსული გუნდებისა და ნაკრებების მოკვეთასთან დაკავშირებით სწორი იყო, მაგრამ გული მწყდება, რომ სპორტსმენების დასჯა გვიწევს - მათ ეს ყველაფერი არ სურდათ და არც გადაწყვეტილებები მიუღიათ. თუმცა, მშვიდობის სახელით უნდა გავერთიანდეთ,'' - ჩეფერინის სიტყვებს Corriere Della Sera ავრცელებს.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, უეფასა და ფიფას გადაწყვეტილებით, რუსულ ნაკრებებსა და კლუბებს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა აეკრძალათ.

სხვა სტატიები