Belive

კლოპი აბრამოვიჩის სანქციებზე: ,,ბრიტანეთის მთავრობა სწორად მოიქცა''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,ლივერპულის'' მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი, ბრიტანეთის მთავრობის მიერ რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს გამოეხმაურა:
,,ვფიქრობ, ამას მე არ უნდა მეკითხებოდეთ, თქვენ ამ ქვეყანაში გაცილებით დიდი ხანია ცხოვრობთ. ეს თქვენთვის მართლა მნიშვნელოვანია? ვინმე ფიქრობდა ამაზე, როცა აბრამოვიჩი ჩელსიში მივიდა? ბრიტანეთის მთავრობა სწორად მოიქცა. გასაგებია, საიდან მოდის ფული. ეს ყველამ იცოდა და ამაზე შეგუებულები ვიყავით. ეს ჩვენი ბრალია, საზოგადოების ბრალია. ახლა შეგვიძლია, რომ ამას აღარ შევეგუოთ, ამიტომ სასჯელს ვაწესებთ. ეს ჩელსის ბრალი სულაც არ არის,'' - კლოპის სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.
ვლადიმერ პუტინთან კავშირის გამო, 10 მარტს ბრიტანეთის მთავრობამ რომან აბრამოვიჩს სანქციები დაუწესა. სასჯელი ,,ჩელსისაც'' შეეხო - ლონდონური გუნდი საშინაო მატჩებზე ბილეთებს ვერ გაყიდის და შეხვედრებს მხოლოდ ის გულშემატკივრები დაესწრებიან, ვისაც სეზონური აბონიმენტი აქვთ ნაყიდი. გარდა ამისა, ,,არისტოკრატები'' ვერც ფეხბურთელების ყიდვა-გაყიდვას შეძლებენ.

სხვა სტატიები