Belive

ბენზემა: ,,ალბათ, ახლა კარიერის საუკეთესო სეზონს ვატარებ''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის ,,რეალის'' თავდამსხმელმა, კარიმ ბენზემამ, ,,პარი სენ ჟერმენთან'' მოგებულ მატჩზე ისაუბრა:
,,არ ვიცი, იყო თუ არა ეს ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი რეალის მაისურით. ლივერპულთან ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრასაც ერთ-ერთ საუკეთესოდ მივიჩნევ. ალბათ, ახლა კარიერის სეზონს ვატარებ. ყოველთვის მინდა, რომ ყოველი წელი წინაზე უკეთესი იყოს. ვამაყობ, მაგრამ პსჟ-სთან მოგება მთელი გუნდის დამსახურებაა. თითოეული ჩვენგანისთვის ჯადოსნური საღამო გამოვიდა,'' - ბენზემას სიტყვებს Marca ციტირებს.
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ,,რეალმა” ,,პარი სენ ჟერმენს” ბენზემას ჰეთთრიკით 3:1 მოუგო. გუნდებს შორის გამართული პირველი მატჩი პარიზული გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა, შედეგად მადრიდელებმა ორი თამაშის ჯამში 3:2 იმარჯვეს და მეოთხედფინალში გავიდნენ. მიმდინარე სეზონში ბენზემას ანგარიშზე ,,რეალის” მაისურით ჩატარებულ 33 შეხვედრაში 30 გოლი და 12 საგოლე გადაცემაა. 34 წლის ფეხბურთელს ,,სამეფო გუნდთან” კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

სხვა სტატიები