Belive

არიგო საკი: ,,დონარუმამ შეცდომა დაუშვა, როცა ფული აირჩია''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,მილანის'' ყოფილმა მწვრთნელმა, არიგო საკიმ, ,,პარი სენ ჟერმენის'' მეკარეზე, ჯანლუიჯი დონარუმაზე, ისაუბრა:
,,დონარუმამ შეცდომა დაუშვა, როცა ფული აირჩია. გასულ ზაფხულს მის მშობლებს იგივე ვუთხარი. ის მილანში უნდა დარჩენილიყო არამხოლოდ მადლიერების გამო, არამედ იმიტომ, რომ ეს განვთარებისთვის იდეალური ადგილი იყო. ხალხი კომფორტულ გარემოს არასდროს ტოვებს. თუმცა, ჯანლუიჯი მაინც ჩემპიონია, ამის უარყოფა არ შეიძლება. დონარუმას ახალგაზრდულ გუნდში თამაშის დროიდან ვიცნობ. დარწმუნებული ვარ, თავის დონეს დაუბრუნდება,'' - განაცხადა საკიმ.
დონარუმა ,,პარი სენ ჟერმენში'' ,,მილანიდან'' გასულ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. მიმდინარე სეზონში იტალიელმა მეკარემ პარიზული გუნდის მაისურით 18 შეხვედრა ჩაატარა.

სხვა სტატიები