Belive

კიმპემბე: ,,გულშემატკივრების იმედგაცრუება და გაბრაზება გასაგებია''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,პარი სენ ჟერმენის'' ფანებმა ,,ბორდოსთან'' მატჩის წინ, კილიან მბაპეს გარდა, პარიზული გუნდის ყველა ფეხბურთელს უსტვინეს. ფაქტს შეხვედრის შემდეგ პრესნელ კიმპემბე გამოეხმაურა:
,,რა თქმა უნდა, მარტივი სიტუაცია არ არის. ჩვენ ყველანი იმედგაცრუებულნი ვართ. ამ ყველაფერს არ ველოდით. ეს ჩვენს თვითშეფასებაზე დიდი დარტყმაა, მაგრამ ახლა ხასიათი უნდა გამოვავლინოთ, თავები მაღლა უნდა ავწიოთ და წინსვლა განვაგრძოთ, რათა მიზანს - საფრანგეთის ჩემპიონობას მივაღწიოთ. გულშემატკივრების იმედგაცრუება, სიბრაზე და ამ ყველაფრის გამოხატვის გზა გასაგებია.  ეს ჩვენთვისაც დარტყმაა და დაღონებულები ვართ,'' - განაცხადა კიმპემბემ.
საფრანგეთის ლიგა 1-ის 28-ე ტურში ,,პარი სენ ჟერმენმა'' ,,ბორდოს'' უმასპინძლა და 3:0 მოუგო. პარიზული გუნდი 65 ქულით ცხრილის პირველ პოზიციაზეა და მეორეადგილოსან ,,ნიცას'' 15 ქულით უსწრებს.

სხვა სტატიები