Belive

დი კანიო რონალდუსა და მესიზე: ,,ავირჩევდი სულით ცოცხალ ადამიანს და არა უიმედო უცხოპლანეტელს''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ყოფილმა იტალიელმა ფეხბურთელმა, პაოლო დი კანიომ, ერთმანეთს კრიშტიანუ რონალდუ და ლეო მესი შეადარა:
,,მესიმ მოედანი თავდახრილმა დატოვა, მას არანაირი ემოცია არ ჰქონია. მე კრიშტიანუ რონალდუს ავირჩევდი. ისურვებდით მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ სკამზე ჯდომას? მივფრინავ პორტუგალიაში, შემდეგ ვბრუნდები და ჰეთთრიკს ვასრულებ. ავირჩევდი სულით ცოცხალ ადამიანს და არა უიმედო უცხოპლანეტელს. მესიმ აჩვენა, რომ პიროვნული შეზუღდვები აქვს. რა თქმა უნდა, ფანებს შეუძლიათ, მას დაუსტვინონ. ლეოს მოედანზე ათასობით ადამიანი ელოდა, მასზე ოცნებობდნენ, ის კი არასწორად მოიქცა. თუმცა, ნეიმარი კიდევ უფრო უარესი იყო, ბოლო დროს მოედანზე არაფერი უკეთებია, შემდეგ კი ისიც თქვა, რომ MLS-ში სამი თვით სურდა გადასვლა... არანაირი პატივისცემა!'' - დი კანიოს სიტყვებს Sky Sport Italia ციტირებს.
რონალდუმ პრემიერლიგის ბოლო ტურში, ,,ტოტენჰემთან'' მოგებულ შეხვედრაში (3:2), ჰეთთრიკი გაიფორმა.

სხვა სტატიები