Belive

ანელკა: ,,ლოგიკურია, რომ მესიმ და რონალდუმ მოუკლეს, ასე ემართება ყველას, ვისაც თამაშის გაგრძელება დიდ ხანს სურს''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ნიკოლა ანელკამ, კრიშტიანუ რონალდუსა და ლეო მესიზე ისაუბრა:
,,ვფიქრობ, ორივენი კმაყოფილნი არიან იმით, რასაც ბოლო 15 წლის განმავლობაში მიაღწიეს. მესისგან უფრო მიკვირს, ვიდრე რონალდუსგან. მეგონა, რომ ლეო საფრანგეთის ჩემპიონატში გაიბრწყინებდა, კრიშტიანუს კი პრობლემები ექნებოდა, რადგან პრემიერლიგას უფრო რთულ ჩემპიონატად მივიჩნევ. არამგონია, მსოფლიო ფეხბურთში ასეთი დომინანტი მოთამაშეები ისევ იყვნენ. ისინი 15 წელი ლიდერობდნენ და ლოგიკურია, რომ უკლებენ. ასე ემართება ყველას, ვისაც თამაშის გაგრძელება დიდ ხანს სურს. არიან ფეხბურთელები, რომლებიც კარიერის დასრულებას კარიერის პიკში, 32-34 წლის ასაკში არ ერიდებიან, რათა არ გააკრიტიკონ. თამაში 36 წლის ასაკში შევწყვიტე, მაგრამ 32 წლის ვიყავი, როცა ჩინეთში წავედი,'' - ანელკას სიტყვებს RMC Sport-ი ციტირებს.
მიმდინარე სეზონში რონალდუს ანგარიშზე ,,მანჩესტერ იუნაიტედის'' მაისურით ჩატარებულ 33 შეხვედრაში 18 გოლი და 3 ასისტია. მესიმ კი ,,პსჟ-ს'' რიგებში გამართულ 26 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები