Belive

კაზემირო ბარსელონასთან მატჩზე: ,,კატალონიელები ახლა საუკეთესო ფორმაში არიან''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის ,,რეალის'' ნახევარმცველმა, კაზემირომ, კატალონიის ,,ბარსელონასთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა:
,,ჩემპიონატის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ წინაა, კიდევ 30 ქულაა გასათამაშებელი. მალე ბარსელონას ვხვდებით - კატალონიელები ახლა საუკეთესო ფორმაში არიან. თუმცა, ჩვენ ყველა დარჩენილი მატჩის მოგებაზე ვფიქრობთ, მათ შორის ბარსელონასთანაც. გვესმის, რომ უპირატესობა გვაქვს, მაგრამ ახლა მნიშვნელოვანი მისი შენარჩუნებაა,'' - კაზემიროს სიტყვებს As-ი ციტირებს.
ლა ლიგის 29-ე ტურში ,,რეალი'' ,,ბარსელონას'' უმასპინძლებს, მატჩი კვირას გაიმართება. ესპანეთის ჩემპიონატს 66 ქულით სწორედ ,,სამეფო გუნდი'' ლიდერობს, რომელიც მესამეადგილოსან ,,ბარსელონას'' 15 ქულით უსწრებს.

სხვა სტატიები