Belive

გვარდიოლა ჰოლანდზე: ,,ყოველთვიურად ამბობენ, რომ სიტი 50 ფეხბურთელს ყიდულობს''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,მანჩესტერ სიტის'' მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, მის გუნდში ერლინგ ჰოლანდის შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა:
,,მას შემდეგ, რაც ამ გუნდში მოვედი, ხალხი ყოველთვიურად ამბობს, რომ ჩვენ 50 ფეხბურთელის გაფორმებას ვაპირებთ. ახლა ვერ წარმომიდგენია, რომ სხვა კლუბის ფეხბურთელზე ვისაუბრო. ის დორტმუნდშია, ჩვენ კი წინ უამრავი მატჩი გველის. სატრანსფერო ფანჯარა სეზონის ბოლოს გაიხსნება და შემდეგ ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. შესაძლოა, ბოლო წლებში ერთხელ ვთქვი, რომ მომდევნო 5-7 წლის განმავლობაში თავდამსხმელი დაგვჭირდება, მაგრამ, მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც წარმატებას ან წარუმატებლობას დაუკავშირებს იმას, გვეყოლება თუ არა ფორვარდი,'' - გვარდიოლას სიტყვებს ESPN-ი ციტირებს.
ერლინგ ჰოლანდის გადაბირებით მადრიდის ,,რეალი'' და ,,მანჩესტერ სიტი'' ინტერესდებიან. მიმდინარე სეზონში 21 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე ,,ბორუსიას'' მაისურით ჩატარებულ 22 შეხვედრაში 23 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა. ნორვეგიელს გერმანულ გუნდთან ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

სხვა სტატიები