Belive

ჩავი: "დემბელე თავის პოზიციაზე შესაძლოა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა უსმან დემბელეს მომავალზე ისაუბრა. ფრანგ ვინგერს კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი ზაფხულში ეწურება.
"დემბელესთან ახალ კონტრაქტს ხელს აუცილებლად მოვაწერდი. თუმცა, საქმე მარტივად არ არის. ჩვენ უნდა მოვილაპარაკოთ - იგივე არაუხოს შემთხვევაშიც, რომელთანაც ყველაფერი თითქმის დასრულებული ჩანს. "იმედი მაქვს, რომ უსმანი დარჩება. თავის პოზიციაზე ის, შესაძლოა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს", - ამბობს ჩავი.
სეზონის დასაწყისში დემბელეს ირგვლივ "ბარსელონაში" დიდი გაუგებრობა იყო, თუმცა ბოლო პერიოდში უსმანმა ჩავის ნდობა მოიპოვა. მიმდინარე სეზონში მან "ბარსელონას" მაისურით 22 მატჩი ჩაატარა - ფრანგის ანგარიშზე 2 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები