Belive

,,ტვიტერს თავი დაანებეთ და იუნაიტედი იყიდეთ'' - მანჩესტერის ფანები ილონ მასკს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანს, ილონ მასკს, ტვიტერის 100%-ის შესყიდვა 43 მილიარდ დოლარად სურს, თუმცა, მისივე განცხადებით, დარწმუნებული არ არის, რომ ამას შეძლებს. გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, სოციალურ ქსელში ,,მანჩესტერ იუნაიტედის'' გულშემატკივრები გააქტიურდნენ და ,,ტესლას'' თანადამფუძნებელს ტვიტერის ყიდვის ნაცლად, მათი გუნდის შეძენისკენ მოუწოდეს.

,,იყიდეთ მანჩესტერ იუნაიტედი და ჩადეთ 2 მილიარდი დოლარი, რათა მსოფლიოს ყველა საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გავიფორმოთ. მერწმუნეთ, მოგებას მალე ნახავთ... ტვიტერი არ იყიდოთ!'' ,,დარწმუნებული ვარ, რომ თუ ილონ მასკი იუნაიტედის ყიდვას გადაწყვეტს, გლეიზერები დათანხმდებიან. ასეთ შემთხვევაში რონალდუც დარჩება და რაშფორდიც.'' ,,რატომ ფლანგავთ 40 მილიარდ დოლარს ტვიტერში? იყიდეთ მანჩესტერ იუნაიტედი შედარებით დაბალ ფასად, მაქსიმუმ 4 მილიარდ დოლარად...''
9.2%-ით ილონ მასკი ტვიტერის უმსხვილესი აქციონერია, თუმცა, როგორც ჩანს, ბიზნესმენს გადაწყვეტილი აქვს, რომ კომპანიის ერთპიროვნული მმართველი გახდეს. ,,მანჩესტერ იუნაიტედი'' გლეიზერების მფლობელობაში 2005 წლიდანაა. ,,წითელი ეშმაკების'' ქომაგები ამერიკელი მმართველების წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს ხშირად მართავენ.

სხვა სტატიები