Belive

კურტუა: ,,ბარსელონასთან წაგება შემთხვევითობა იყო''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის ,,რეალის'' მეკარემ, ტიბო კურტუამ, ლა ლიგის 29-ე ტურში, კატალონიის ,,ბარსელონასთან'' წაგებულ მატჩზე (0:4) ისაუბრა:
,,ძალიან ცუდი ღამე იყო, მაგრამ მალევე გამოვფხიზლდით, რადგან მარცხზე ბევრი არ უნდა ვიფიქროთ. რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული ვარ, თუმცა, ცხადია, რომ ეს შემთხვევითობა იყო. თუ ჩვენს შედეგებსა და თამაშს გადახედავთ, ამაში დარწმუნდებით,'' - კურტუას სიტყვებს Marca ციტირებს.
ლა ლიგის 31 ტურის შემდეგ, ,,რეალი'' 72 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა და მეორეადგილოსან ,,ბარსელონას'' 12 ქულით უსწრებს (კატალონიელთა ანგარიშზე ერთით ნაკლები მატჩია).

სხვა სტატიები