Belive

შამპანიური და ინდური კერძები ყველას - სნუპ დოგი სელტიკის ჩემპიონობას ფეხბურთელებთან ერთად აღნიშნავს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იმ შემთხვევაში თუ ,,სელტიკი'' პრემიერშიფს მოიგებს, ლეგენდარული მუსიკოსი, სნუპ დოგი, მზადაა, შოტლანდიაში გაემგზავროს და ჩემპიონობა საყვარელ გუნდთან ერთად აღნიშნოს:
,,ჩემი ბიჭები ჯერჯერობით ჩემპიონები არ გამხდარან, მაგრამ რეინჯერსთან მოგების შემდეგ, ტიტულს მიუახლოვდნენ. როგორც კი გაიმარჯვებენ, დამიჯერეთ, გლაზგოში გავფრინდები. ყველაფერი სნუპზე იქნება, შამპანიური გაიხსნება და დავლევთ. ინდური სამზარეულო მიყვარს და დიდ ბრიტანეთში ყოველთვის საუკეთესო კარის (კერძი) ვჭამ. და თუ გლაზგოში კარგი ინდური რესტორნებია, შემიძლია მთელი შენობა ვიქირავო,'' - სნუპის სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.
პრემიერშიფის დასრულებამდე 5 ტურით ადრე, ,,სელტიკი'' პირველ პოზიციაზეა და ,,რეინჯერსს'' 6 ქულით უსწრებს. პირველ მაისს პოსტეკოღლუს გუნდი სწორედ მთავარ კონკურენტს უმასპინძლებს.

სხვა სტატიები