Belive

გრილიში: ,,ლივერპულთან მატჩში გვარდიოლას ცვლილებები დაგვიანებული იყო''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,მანჩესტერ სიტის'' შემტევმა, ჯეკ გრილიშმა, ,,ლივერპულთან'' წაგებულ მატჩზე ისაუბრა:
,,უბრალოდ, შემოდით ჩვენს გასახდელში და ნახეთ რამდენი ნიჭიერი ფეხბურთელია აქ. მეეჭვება, რომ პრემიერლიგაში ასეთი შემადგენლობა სხვა გუნდსაც ჰყავდეს. ჩვენი თამაში და პოზიცია სატურნირო ცხრილში ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს. იმედია სეზონის ბოლოს პრემიერლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგებას შევძლებთ. იმის გამო, რომ ფინალში ვერ გავედით, დაჯდომას და ბოდიშების ხდას არ ვაპირებ. ვფიქრობ, რომ ბრძოლაში სწრაფად ვერ ჩავერთეთ. ისეთი პირველი ტაიმი არ გამოვიდა, როგორიც გვსურდა. შესვენების შემდეგ გვარდიოლამ რაღაცები შეცვალა. თამაში გამოვასწორეთ, მაგრამ, ჩემი აზრით, მისი გადაწყვეტილებები არასაკმარისი და დაგვიანებული იყო,'' - გრილიშის სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.
ინგლისის თასის ნახევარფინალურ მატჩში ,,ლივერპულმა'' ,,მანჩესტერ სიტი'' 3:2 დაამარცხა და ფინალში გავიდა. პირველი ტაიმის შემდეგ ,,მერსისაიდელები'' ,,ქალაქელებს'' 3:0-ს უგებდნენ. გვარდიოლამ შეხვედრაში მხოლოდ 1 ცვლილება (83-ე წუთზე) გამოიყენა.

სხვა სტატიები