Belive

ხავი აინტრახტთან მატჩზე: ,,თავს გაძარცვულად ვგრძნობთ''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კატალონიის ,,ბარსელონას'' მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ, ისაუბრა ,,აინტრახტთან'' გამართულ მატჩზე, რომელსაც ,,კამპ ნოუზე'' 30 ათასამდე გერმანელი ქომაგი დაესწრო:
,,ფეხბურთელებს არ ჰქონიათ იმის განცდა, რომ სახლში თამაშობდნენ. ეს გამართლება არ არის, მაგრამ ატმოსფერომ ჩვენზე იმოქმედა, არაკომფორტული იყო. ავტობუსში ასვლისთანავე ცუდი შეგრძნება დამეუფლა. სხვადასხვა საგნებს გვესროდნენ, ფეხბურთელებს გვირაბში შესვლა გაუჭირდათ, ამას ისიც დაემატა რომ მატჩის სტარტზევე მეტოქემ თერთმეტმეტრიანი მოიპოვა. საბედისწერო საღამო გამოდგა, ცუდად დაიწყო და ცუდად დამთავრდა. თავს გაძარცვულად ვგრძნობთ. კლუბი ყველაფერს გამოიკვლევს და იპოვის გზას, რომ ასეთი რამ აღარ გამეორდეს. რა თქმა უნდა, ეს გუნდის შეცდომაა,'' - ხავის სიტყვებს Espn-ი ციტირებს.
,,ბარსელონამ” დაიწყო შიდა გამოძიება, რათა დადგინდეს თუ როგორ მოხვდა ,,აინტრახტის” 30 ათასი გულშემატკივარი ,,კამპ ნოუზე”. მარკას ცნობით, კატალონიელებმა მოწინააღმდეგე გუნდს ოფიციალურად 5 ათასი ბილეთი გადასცეს, დანარჩენები კი მატჩს, სავარაუდოდ, ტუროპერატორების დახმარებით დაესწრნენ. გარდა ამისა, გერმანელმა ფანებმა ბილეთები გადამყიდველებისგანაც შეიძინეს. ევროპა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრა გერმანული კლუბის გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა. შედეგად, ფრანკფურტელები ტურნირის ნახევარფინალში გავიდნენ.

სხვა სტატიები