Belive

დი კანიო: ,,მოურინიო მითია, ბოდო-გლიმტთან მოგების აღნიშვნა სასაცილოა''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ყოფილმა იტალიელმა ფეხბურთელმა, პაოლო დი კანიომ, ,,რომასა'' და ,,ბოდო-გლიმტის'' შეხვედრის შემდეგ, ჟოზე მოურინიო გააკრიტიკა:
,,ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ კონფერენს ლიგით, რომელიც, სხვათა შორის, ჯერ რომას არ მოუგია და ჯერ კიდევ ნახევარფინალი აქვს სათამაშო. მაგრამ, აცნობიერებთ, რომ ,,ბოდო-გლიმტს'' ჰყავს შვიდი ფეხბურთელი, რომელიც ნავსადგურში ორაგულის გადმოტვირთვაზე მუშაობს? მოურინიო მითია... ისე ჩანს, თითქოს, მან ხალხი სტადიონზე დააბრუნა, მაგრამ რეალურად ეს 5-დოლარიანი ბილეთების დამსახურებაა. მოდით, კონფერენს ლიგაზე მიღწეული წარმატებით იტალიური ფეხბურთის აღმავლობაზე საუბარს ნუ დავიწყებთ, ეს სისულელეა. რომას კარგად ვიცნობ და ისინი გულშემატკივრების ნაკლებობას არასდროს უჩიოდნენ. ბოდო-გლიმტთან მოგების აღნიშვნა სასაცილოა,'' - დი კანიოს სიტყვებს Football Italia ციტირებს.
კონფერენს ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ,,რომამ'' ,,ბოდო-გლიმტს'' 4:0 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ლესტერს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები