Belive

რონალდუმ და ჯორჯინამ ახალშობილი ტყუპისცალი დაკარგეს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და ,,მანჩესტერ იუნაიტედის'' თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ, ინსტაგრამის პირად გვერდზე მისი ახალშობილი ტყუპისცალი ვაჟის დაკარგვის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია:

,,ღრმა მწუხარებით გიზიარებთ ჩვენი პატარა ბიჭის დაკარგვის ამბავს. ეს არის უდიდესი ტკივილი, რომელიც კი შეიძლება მშობელმა განიცადოს. მხოლოდ ჩვენი პატარა გოგოს დაბადება გვაძლევს ძალას, რომ ეს მომენტი მცირედი იმედითა და ბედნიერებით გადავიტანოთ. გვინდა, მადლობა გადავუხადოთ ექიმებსა და ექთნებს მათი ექსპერტული ზრუნვისა და მხარდაჭერისათვის. ყველანი განადგურებული ვართ ამ დანაკარგით და ჩვენთვის ურთულეს დროს, გთხოვთ, მოგვცეთ განმარტოების საშუალება. ჩვენო პატარა ბიჭო, შენ ჩვენი ანგელოზი ხარ. ყოველთვის გვეყვარები,'' - წერს კრიშტიანუ სოციალურ ქსელში.
წყვილმა ტყუპებზე ორსულობის შესახებ ინფორმაცია გამომწერებს 2021 წლის 28 ოქტომბერს ინსტაგრამ-პოსტით აცნობა:
,,ბედნიერი ვართ გაცნობოთ, რომ ტყუპებს ველოდებით. ჩვენი გულები სავსეა სიყვარულით - ერთი სული გვაქვს, როდის შევხვდებით მათ.''
 
View this post on Instagram
 

A post shared by Cristiano Ronaldo (@cristiano)

სხვა სტატიები