Belive

როი კინი: ,,რასაც რონალდუ აკეთებს, საკმარისი არ არის''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,იუნაიტედის''  ყოფილმა ფეხბურთელმა, როი კინმა, მანჩესტერულ გუნდში კრიშტიანუ რონალდუს დაბრუნებაზე ისაუბრა:
,,ვფიქრობ, რომ ტრანსფერი შედგა. ასაკის გამო ეს საუკეთესო გარიგება არ ყოფილა, მაგრამ, ვფიქრობ, რონალდუს გუნდისთვის რაღაცის მოტანა შეეძლო და მან ეს გააკეთა კიდეც. თუმცა, რასაც ის აკეთებს, საკმარისი არ არის. კრიშტიანუს შეეძლო, ლიდერის თვისებები უკეთ გამოევლინა. ერთი-ორჯერ სათადარაგითა სკამზე დატოვების გამო ნაწყენი იყო. ყველაფრის მიუხედავად, მაინც საოცარ ფეხბურთს თამაშობს. ვიცი, რომ ცოტა ხნის წინ, ლუის ვან გაალმა იუნაიტედს კომერციული კლუბი უწოდა და თქვა, რომ რონალდუსთან კონტრაქტის გაფორმებაც ამის ნაწილი იყო,'' - როი კინის სიტყვებს Goal-ი ციტირებს.
მიმდინარე სეზონში რონალდუს ანგარიშზე ,,მანჩესტერ იუნაიტედის'' მაისურით ჩატარებულ 35 შეხვედრაში 21 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები