Belive

ანჩელოტი: ,,მწვრთნელების შეფასებისას მხოლოდ მოგებული ტიტულები არ უნდა გავითვალისწინოთ''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის ,,რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, სპეციალისტების შეფასებაზე ისაუბრა:
,,გამიმართლა, რომ ბევრ დიდ გუნდში მიმუშავია. მწვრთნელების შეფასებისას მხოლოდ მოგებული ტიტულები არ უნდა გავითვალისწინოთ, დიდები არიან ის სპეციალისტებიც, რომლებიც გუნდებს დაქვეითებისგან იხსნიან. როცა მეუბნებიან, რომ იღბლიანი ვარ, ამას ისე ვიღებ, როგორც დამატებით თვისებას. ნაპოლეონმა თქვა, რომ კარგ გენერალს იღბლიანი გენერალი ერჩივნა. თუ ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოგებას შორის არჩევნის გაკეთება მომიწევს, ვიტყოდი, რომ ორივე მათგანი მიზიდავს,'' - ანჩელოტის სიტყვებს Marca ციტირებს.
ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ,,რეალი'' 75 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა და მეორეადგილოსან ,,ბარსელონას'' 15 ქულით უსწრებს. ,,სამეფო გუნდი'' ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშიცაა, სადაც ,,მანჩესტერ სიტის'' დაუპირისპირდება. გუნდებს შორის პირველი შეხვედრა 26 აპრილს გაიმართება.

სხვა სტატიები