Belive

ბაიერნი მზადაა, ლევანდოვსკი 40 მილიონ ევროდ გაყიდოს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,ბაიერნის'' თავდამსხლემა, რობერტ ლევანდოვსკიმ, მიუნხეური გუნდი, შესაძლოა, ზაფხულში დატოვოს. ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, რამდენიმე დღეში ,,რეკორდმაისტერის'' ხელმძღვანელები ფეხბურთელის აგენტს, პინი ზაჰავის შეხვდებიან. გერმანული კლუბი პოლონელის გაყიდვას არ გამორიცხავს და მის სანაცვლოდ მინიმუმ 40 მილიონი ევროს მიღებას გეგმავს. ზაჰავი კი დარწმუნებულია, რომ მისი კლიენტის შეძენას ,,პარი სენ ჟერმენი'' და ,,ბარსელონა'' შეეცდებიან. მიმდინარე სეზონში ლევანდოვსკის ანგარიშზე ,,ბაიერნის” მაისურით ჩატარებულ 42 შეხვედრაში 47 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები