Belive

ჰიტცფელდი: ,,ნაგელსმანის მისამართით კრიტიკა უადგილოა''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მიუნხენის ,,ბაიერნის'' ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ოტმარ ჰიტცფელდმა, იულიან ნაგელსმანი დაიცვა:
,,ნაგელსმანის მისამართით კრიტიკა უადგილოა. ყველა მატჩს ვერ მოიგებ. ჩემი აზრით, ის საკუთარ მოვალეობებს თავს შესანიშნავად ართმევს და ძალიან კარგი მონაცემები აქვს. იულიანი ბაიერნისთვის შესაფერისი მწვრთნელია,'' - ჰიტცფელდის სიტყვებს Sky Germany ციტირებს.
ბუნდესლიგის 30 ტურის შემდეგ, ,,ბაიერნი'' 72 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა და მეორეადგილოსან ,,დორტმუნდს'' 9 ქულით უსწრებს. ნაგელსმანის მიმართ კრიტიკა განსაკუთრებით მას შემდეგ გახშირდა, რაც ,,რეკორდმაისტერი'' ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალიდან ,,ვილიარეალმა'' გამოაგდო.

სხვა სტატიები