Belive

მარკა - მომავალ კვირას მბაპეს ოჯახი მადრიდში გაემგზავრება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,პარი სენ ჟერმენის'' თავდამსხმელის, კილიან მბაპეს ოჯახი მომავალ კვირას მადრიდში გაემგზავრება და ,,რეალთან'' მოლაპარაკებებს გამართავს. ინფორმაციას RMC Sport-ზე დაყრდნობით მარკა ავრცელებს. შეხვედრაზე, სავარაუდოდ, ფეხბურთელის იმიჯის საკითხებს განიხილავენ. რამდენიმე კვირის წინ, მარკამ დაწერა, რომ მბაპე ,,რეალთან'' კონტრაქტის პირობებს 18 მარტამდე შეათანხმებდა, ტრანსფერი კი ოფიციალურად სეზონის ბოლოს დადასტურდებოდა. ესპანური გამოცემის ცნობით, 23 წლის ფეხბურთელის ანაზღაურება ,,სამეფო გუნდში” 25 მილიონი ევრო იქნება. გარდა ამისა, კილიანი ხელშეკრულების გაფორმებისთვის ბონუსის სახით 60-80 მილიონ ევროს მიიღებს. მბაპე ,,პსჟ-ში” 2017 წლიდან თამაშობს. შემტევის ანგარიშზე პარიზული კლუბის მაისურით ჩატარებულ 212 შეხვედრაში 165 გოლი და 83 საგოლე გადაცემაა. ფრანგს გუნდთან კონტრაქტი ზაფხულში ეწურება.

სხვა სტატიები