Belive

გვარდიოლა: ,,ფინალში გასასვლელად ორი განსაკუთრებული მატჩის ჩატარება მოგვიწევს და იმედია, ამას შევძლებთ''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,მანჩესტერ სიტის'' მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, მადრიდის ,,რეალთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა:
,,ისტორიას ვერ შევცვლით, მაგრამ ფეხბურთს 11-11-ზე ვთამაშობთ. ჩემპიონთა ლიგიდან უკვე ბევრი კარგი გუნდი გავარდა, ოდესღაც ამ ეტაპამდე ვერც ჩვენ ვაღწევდით. ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ამ მომენტისგან სიამოვნება მიიღონ, რადგან აქ თამაში დიდი პატივია. რა თქმა უნდა, ფინალში გასვლა ყველას უნდა, მაგრამ ყველაფერს ფეხბურთელები გადაწყვეტენ, მოგება მხოლოდ მე არ შემიძლია. რეალს ამ ტურნირში ადრეც მოვუგეთ, მაგრამ ორი რთული შეხვედრა გამოვიდა. საჭირო არ არის იმაზე საუბარი, რამდენად დიდ პატივს ვცემთ მადრიდულ კლუბს. რეალობა ასეთია - ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ლიგის მოსაგებად ვიბრძვით. ვეცდებით, რომ საკუთარი თავი გამოვავლინოთ. ფინალში გასასვლელად ორი განსაკუთრებული მატჩის ჩატარება მოგვიწევს და იმედი მაქვს, ამის გაკეთებას შევძლებთ,'' - გვარდიოლას სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.
დღეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ,,მანჩესტერ სიტი'' მადრიდის ,,რეალს'' უმასპინძლებს, მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები