Belive

ანჩელოტი: ,,ნახევარფინალში გასვლას წარმატებად ვერ შევაფასებთ''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის ,,რეალის'' მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, ,,მანჩესტერ სიტისთან'' შეხვედის წინ განაცხადა, რომ დაპირისპირებაში დიდ როლს დაცვაში სწორად თამაში შეასრულებს:
,,ზეწოლა ორივე გუნდზე დაახლოებით ერთნაირია. ნახევარფინალში გასვლას წარმატებად ვერ შევაფასებთ, წარმატება ფინალში თამაშია, თუმცა ამისთვის ჯერ სიტის დამარცხებაა საჭირო. დაცვაში სწორად თამაში მატჩში დიდ როლს შეასრულებს. როცა ბურთი მეტოქეს ექნება მაღალი, საშუალო და დაბალი პრესინგით ართმევას უნდა ვეცადოთ და როცა ამას გავაკეთებთ, საკუთარი შესაძლებლობები და ფეხბურთელების დონე მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ,'' - ანჩელოტის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.
დღეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ,,მანჩესტერ სიტი” მადრიდის ,,რეალს” უმასპინძლებს, მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები