Belive

ანჩელოტი: ,,როგორც ფეხბურთის გულშემატკივრისთვის, ეს ფანტასტიკური შეხვედრა იყო''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის ,,რეალის'' მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, ,,მანჩესტერ სიტისთან'' წაგებულ მატჩზე ისაუბრა:
,,როგორც ფეხბურთის გულშემატკივრისთვის, ეს ფანტასტიკური შეხვედრა იყო. როგორც რეალის მწვრთნელმა, უნდა აღვნიშნო, რომ მატჩის სტარტზე ორი გოლი გავუშვით. თუმცა, ბერნაბეუზე სამი გოლით მივდივართ. იმედია, ფინალში გავალთ. როდესაც საქმე რთულადაა, ჩემი ფეხბურთელები გონებას არ კარგავენ. პირველი 20 წუთი მარტივი ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ ამის შემდეგ ნელ-ნელა დაბრუნება შევძელით და ფინალში გასვლის შანსი დავიტოვეთ. თავდაჯერებულები ვართ ბერნაბეუს გამო... რადგან ბერნაბეუს თავისი მაგია აქვს,'' - ანჩელოტის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ,,მანჩესტერ სიტიმ'' ,,რეალს'' უმასპინძლა და 4:3 დაამარცხა. გუნდებს შორის განმეორებითი მატჩი 4 მაისს გაიმართება.

სხვა სტატიები