Belive

გვარდიოლა: ,,მადრიდში მოსაგებად მივდივართ''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,მანჩესტერ სიტის'' მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, ,,რეალთან'' მოგებული მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მადრიდში მისი გუნდის მიზანი კვლავ გამარჯვება იქნება:
,,ორივე გუნდმა ფანტასტიკური ფეხბურთი ითამაშა. ბევრი კარგი რამ გავაკეთეთ. სამწუხაროდ, გილები გავუშვით და მეტის გატანა შეგვეძლო. საოცარი გუნდის წინააღმდეგ შესანიშნავი შეხვედრა ჩავატარეთ. მათ ძალიან კარგი პრესინგი შემოგვთავაზეს. ორივე გუნდს სურს შეტევა, ორივე გუნდს სურს თამაში. ფეხბურთი დიდებული სანახაობაა. ვულოცავ ანჩელოტის და მის გუნდს, რადგან ისინი ძალიან კარგები არიან. მათგან საფრთხე ყოველთვის არსებობს. დღევანდელი თამაშით ვამაყობთ, მადრიდში კი მოსაგებად მივდივართ. ჩემი ფეხბურთელებისგან მეტს ვერაფერს მოვითხოვ,'' - გვარდიოლას სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ,,მანჩესტერ სიტიმ” ,,რეალს” უმასპინძლა და 4:3 დაამარცხა. გუნდებს შორის განმეორებითი მატჩი 4 მაისს გაიმართება.

სხვა სტატიები