Belive

მოჯი: ,,კვარაცხელიას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ დიდი ფეხბურთელი გახდეს''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,ნაპოლისა'' და ტურინის ,,იუვენტუსის'' ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ლუჩანო მოჯიმ, ნეაპოლურ გუნდში ხვიჩა კვარაცხელიას გადასვლაზე ისაუბრა:
,,კვარაცხელია ნამდვილად ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ტაქტიკური თვალსაზრისით მუშაობა სჭირდება. მას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ დიდებული მოთამაშე გახდეს, სტადიონზე თავი უკეთ უნდა იგრძნოს. მიუხედავად იმისა, რომ, ჩემი აზრით, ნაპოლის საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, გუნდი სერია ა-ს ჩემპიონობისთვის ბრძოლაში მაინც დამარცხდა. არ მინდა, რომ ვინმეზე ცუდი ვთქვა, მაგრამ, რა თქმა უნდა, სპალეტიმ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღოს. ისეთ ფეხბურთელებს, როგორიც ინსინიე და მერტენსი არიან, არასდროს შევცვლიდი,'' - განაცხადა მოჯიმ.
გუშინ ,,ნაპოლის'' პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა, დაადასტურა, რომ ხვიჩა კვარაცხელია მომავალი სეზონიდან ნეაპოლურ გუნდში ითამაშებს. ქართველი ფეხბურთელი ახალ კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

სხვა სტატიები