Belive

,,რას აკეთებ, როცა ცოლს დარჩენა სურს? რჩები'' - ლივერპულმა კლოპის მიმართვა გაავრცელა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,ლივერპულის'' მთავარა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, გუნდთან კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა. ,,მერსისაიდელებმა'' სოციალურ ქსელში გერმანელი სპეციალისტის ვიდეომიმართვა გაავრცელეს:
,,რაღაც სიახლე მაქვს, ვიღაცას მოეწონება, ვიღაცას არა... თუ არ მოგეწონებათ, შეგიძლიათ ყურება შეწყვიტოთ. კიდევ ორი წლით ვრჩები და არამხოლოდ მე, არა! მთელი ჩემი სამწვრთნელო შტაბი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. რატომ? იმიტომ, რომ ულას (კლოპის მეუღლე) დარჩენა უნდოდა. როგორც კარგი ქმარი, რას აკეთებ, როცა ცოლს დარჩენა სურს? რჩები. ეს ერთ-ერთი მიზეზია, მაგრამ არა ერთადერთი. იცით, რომ ჩვენი კლუბი მიყვარს და ეს საუკეთესო ადგილია. თავს ძალიან, ძალიან იღბლიანად ვგრძნობ. ექვსწელიწადნახევრის წინ, FSG-მა მიიჩნია, რომ გუნდში გერმანელი მწვრთნელის მოყვანა კარგი იდეა იქნებოდა და ჩვენ კიდევ ორი წლით ვრჩებით. იმედია, ერთად კარგ დროს გავატარებთ,'' - განაცხადა კლოპმა.
კლოპი ,,ლივერპულში'' 2015 წლიდან მუშაობს. გერმანელმა ,,მერსისაიდელებთან'' ერთად 5 ტიტულის მოგება შეძლო.

სხვა სტატიები