Belive

ანჩელოტი პოჩეტინოს კომენტარზე: ,,ხანდახან მწვრთნელებიც არ ამბობენ სიმართლეს''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის ,,რეალის'' მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი, მაურისიო პოჩეტინოს კომენტარს გამოეხმაურა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ამ მომენტისთვის კილიან მბაპე ,,პარი სენ ჟერმენში'' 100%-ით რჩება:

,,პოჩეტინომ თქვა, რომ მბაპე 100%-ით რჩება? ხანდახან მწვრთნელებიც არ ამბობენ სიმართლეს,'' - ანჩელოტის სიტყვებს ფაბრიციო რომანო ციტირებს.
რამდენიმე კვირის წინ, მარკამ დაწერა, რომ მბაპე ,,რეალთან” კონტრაქტის პირობებს 18 მარტამდე შეათანხმებდა, ტრანსფერი კი ოფიციალურად სეზონის ბოლოს დადასტურდებოდა. ესპანური გამოცემის ცნობით, 23 წლის ფეხბურთელის ანაზღაურება ,,სამეფო გუნდში” 25 მილიონი ევრო იქნება. გარდა ამისა, კილიანი ხელშეკრულების გაფორმებისთვის ბონუსის სახით 60-80 მილიონ ევროს მიიღებს. მბაპე ,,პსჟ-ში” 2017 წლიდან თამაშობს. შემტევის ანგარიშზე პარიზული კლუბის მაისურით ჩატარებულ 213 შეხვედრაში 165 გოლი და 83 საგოლე გადაცემაა. ფრანგს გუნდთან კონტრაქტი ზაფხულში ეწურება.

სხვა სტატიები